ოლექსი გონჩარენკო – ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას

ორბანმა სირცვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება.
“ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას”, – წერს გონჩარენკო.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პრემიერ-მინისტრ ს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში „დიდი სხვაობით გამარჯვება“ მიულოცა.
„საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა