ოლექსი გონჩარენკო – ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ს ბოდიში უნდა მოუხადოს – რა უფრო მნიშვნელოვანია, მისი სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე?

უკრაინელი დეპუტატის, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
გონჩარენკომ, უკრაინის ევროპული სოლიდარობის ოპოზიციური პარტიის წევრმა BBC-ს განუცხადა, რომ ზელენსკი -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსისთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო.
„ის სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, რადგან ეს არ არის საბავშვო ბაღი, ეს არ არის კრივი. ეს ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. რა უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ზელენსკის სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, რომლებზეც ის პასუხისმგებელია? მან ბოდიში უნდა მოიხადოს“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება