ოლგა სტეფანიშინა – აშშ-სთან Tomahawk-ის რაკეტების შეძენაზე პოზიტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, მისი ქვეყანა შეერთებულ შტატებთან დადებით მოლაპარაკებებს აწარმოებს Tomahawk-ის ტიპის რაკეტებისა და მანძილზე მოქმედ სხვა იარაღის შეძენასთან დაკავშირებით, – უკრაინული მედიის ცნობით, ელჩმა ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემა Balance of Power-ის ეთერში განაცხადა.
„დისკუსიები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ გვყავს მრავალი დელეგაცია, რომლებიც მუშაობენ ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გაზრდაზე შეერთებული შტატებისგან უფრო დიდი სამხედრო შესაძლებლობების შესაძენად. ეს არ არის მხოლოდ Tomahawk-ი, არამედ სხვადასხვა ტიპის შორი და მოკლე რადიუსის რაკეტებიც და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკმაოდ პოზიტიურია“, – აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელევული თავდასხმების შესახებ კითხვაზე ელჩმა უპასუხა: „ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდია უკრაინისთვის“.
მისი თქმით, მუშაობს მეტი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მისაღებად.
ოლგა სტეფანიშინამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთზე ზეწოლაზე ნებისმიერი უარი აღიქმება, როგორც „რაღაც, რაც მათ მწვანე შუქს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გასაძლიერებლად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ