ოლაფ შოლცმა და ფრიდრიხ მერცმა პირველი ტელედებატების დროს უკრაინაზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერ ფრიდრიხ მერცს შორის პირველი ტელედებატები გაიმართა, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ ს ომზეც ისაუბრეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ოლაფ შოლცმა და ფრიდრიხ მერცმა გაიმეორეს ადრე გამოცხადებული პოზიცია, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
კითხვაზე, დამყარდება თუ არა ში მშვიდობა უფრო სწრაფად შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ს ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, შოლცმა უპასუხა: „ვნახოთ“.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა ცხადი გახადოს რუსეთისთვის რომ ის მხარს დაუჭერს უკრაინას.
„მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა გააკეთოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ცხადი გახადოს რუსეთისთვის რომ ის მხარს დაუჭერს უკრაინას, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი დათმობებზე არ წავა“, – განაცხადა შოლცმა.
კანცლერის თქმით, უკრაინაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ გამოწვეული ნგრევის გამო, როგორც სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ასევე ბრძოლის ველზე.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ამ ომში პუტინის იმპერიული ოცნების გამო”, – აღნიშნა შოლცმა.
ამასთან, დებატების დროს კანცლერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უკრაინისთვის TAURUS-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგია. მერცის თქმით კი, ის ყოველთვის მხარს უჭერდა რაკეტების მიწოდების შეთანხმებას ევროპელ პარტნიორებთან.
ამასთან, მერცის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხოლო რაც შეეხება ნატო-ს, მან განაცხადა, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, ეს საკითხი განხილვის საგანი არ არის.
ამასთან, ორივე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინის ბედი უკრაინელების გარეშე არ უნდა გადაწყდეს.