ჩინეთში ჩადის

ოლაფ შოლცი ჩინეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელი, შტეფენ ჰებეშტრაიტი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერი, ჩინეთში სამდღიან ვიზიტს 14 აპრილს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც იგი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება და მასთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხს განიხილავს.
„ვფიქრობ, ჩინეთს რუსეთზე გავლენა აქვს და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა ამ გავლენის გამოყენება შეძლოს“, – განაცხადა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.
ოლაფ შოლცი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 16 აპრილს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ