ოლაფ შოლცი ჩინეთს 14 აპრილს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 14 აპრილს ეწვევა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, 16 აპრილს დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. სავაჭრო საკითხების გარდა, მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება ში სრულმასშტაბიანი ომიც. ოლაფ შოლცი ეწვევა ქალაქ ჩონცინგს და სიტყვით გამოვა შანხაის უნივერსიტეტში.
„ვფიქრობ, ჩინეთს აქვს გავლენა რუსეთზე და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა შეძლოს და გამოიყენოს ის გავლენა, რაც მას აქვს“, – განაცხადა გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან გებესტრაიტმა.