ოლაფ შოლცი – ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ ინჩს

გერმანიის კანცლერის ს განცხადებით, მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში, ნატო-ს ნაბიჯი კი აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი ითამაშა ბალტიისპირეთში ალიანსის გაძლიერების კუთხით.
„იმის გამო, რომ ს მხრიდან საფრთხე განგრძობითია, ჩვენ და მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, – აღნიშნა შოლცმა და დასძინა:
„უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა დავანახოთ რუსეთს: ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული ინჩი თავდასხმებისგან“.
შოლცის თქმით, დიპლომატია წარმატებული იქნება მხოლოდ ძლიერის პოზიციიდან, მისივე განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჰქონდეთ ნატო-ს იმედი რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.