ოლაფ შოლცი – ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის, ს განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს.
ვიტენბერგში, ამ მიწების მთავრობების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ შარშან “შორსმიმავალი გადაწყვეტილებები” მიიღეს, რომელიც ძალაში მალე შევა.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, – განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა გერმანიაში მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე.
საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა, რაინერ ჰაზელოფმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას ვოლმირშტედტში დანით განხორციელებულმა თავდასხმამ აჩვენა, რომ დეპორტაციის პრაქტიკაზე სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.
„ხალხი ახლა თავს დაცულად არ გრძნობს“, – აღნიშნა რაინერ ჰაზელოფმა.
ამასთან, მისი თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აღმოსავლეთ გერმანიაში ყველაზე გავლენიანი პარტია გახდა.