ოლაფ შოლცი – უკრაინის აშკარა მხარდაჭერის გარდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს

უკრაინის მხარდაჭერის გარდა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) გამოსვლისას განაცხადა.
“უკრაინის აშკარა მხარდაჭერის გარდა ასევე ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ეს ომი მუდამ არ გაგრძელდეს”, – განაცხადა შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ ში ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა რუსულ ბომბებსა და რაკეტებს, რაც არ უნდა გაგრძელდეს.
ამასთან, შოლცის თქმით, ს პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის “იმპერიალისტურ სიგიჟეს” ყოველდღიურად ასევე უთვალავი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლება.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის, მაგრამ ბერლინი ყოველთვის გაყვება ნათელ პრინციპებს: გადაწყვეტილებები არასდროს არ იქნება მიღებული “უკრაინის ზურგს უკან და არასდროს ჩვენს უახლოეს პარტიორებთან კოორდინაციის გარეშე”.
მან აღნიშნა, რომ ბერლინისა და მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ს მოკავშირეებმა უნდა “გაგზავნონ ნათელი სიგნალი, რომლის იმედიც უკრაინას შეუძლია რომ ჰქონდეს – გავაკეთოთ ნათელი სიგნალი, რომლის იგნორირებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის