ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე – ეს არის მკაფიო სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის

გერმანიის კანცლერი, ს გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის, სესხის სახით, 50 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი პრეზიდენტ სთვის.
”ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ გულხელდაკრეფილი იჯდეს და იმედოვნებდეს, რომ შეძლებს ამ ომის მოგებას ფინანსური პრობლემების გამო მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც დღეს ს უჭერენ მხარს,” – განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებამ ასევე უნდა მისცეს უკრაინელებს გამბედაობა, გააგრძელონ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა.
„ამ თანხების გამოყოფა ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს შეიძინოს საჭირო იარაღი და დააფინანსოს რეკონსტრუქცია“, – აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა.