ოლაფ შოლცი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას უარყოფს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ს თხოვნა დასავლელი მოკავშირეებისადმი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები და დრონები თავიანთი იარაღით ჩამოაგდონ, – ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ლიდერის თხოვნა, ს ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას.
ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებენ თუ არა ამ მიდგომას ნატო-ს სხვა ქვეყნები, ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა: „ვხედავ ისეთ კონსენსუსს, რომ ასეთი ნაბიჯების განხილვა შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერონ და ქვეყნის ცა რუსული რაკეტებისა და დრონებისგან დაიცვან. მისი თქმით, „საჭიროა კოლექტიური ნება მათი ჩამოგდებისთვის, ისევე, როგორც ეს ირანული რაკეტებისა და დრონების შემთხვევაში იყო.“