ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ ში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაციის ბოლო დროინდელი ესკალაცია აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ეს ომი.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ ქვეყანას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის და ნატო-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა და პირობა დადო, რომ რუსეთი ამას გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს.