ოლაფ შოლცი – ნატო ეფუძნება ფაქტს, რომ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს, რითაც უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ – ეს ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპამ და -მ ყოველთვის ერთად უნდა იმოქმედონ. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოებისა და მოვალეობების განაწილება არ უნდა იყოს. ნატო ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს, რითაც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ეს ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისი თქმით, ში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ საუბარი ნაადრევია.
„მსგავსი წინადადებები სპეკულაციურია, სამშვიდობო მოლაპარაკებებს წინ უსწრებს და უაღრესად უადგილოა“, – აღნიშნა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – ვენის კონვენციაში არსად არის ჩანაწერი, რომ ელჩი არ უნდა შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენელს – პირდაპირ გადმოტანილია რიტორიკა, რაც თავის დროზე რუსეთსა და ბელარუსში ისმოდა