ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხის წლის ბოლომდე დაყენებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი, არ გამორიცხავს, მთავრობის ნდობის საკითხი ბუნდესტაგში შობამდეც კი დააყენოს, თუმცა თავდაპირველად ამ პროცედურის განხორციელებას2025 წლის იანვრის შუა რიცხვებში გეგმავდა, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ჩემთვის ნდობის საკითხის დაყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ამას ყველა ასე ხედავს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ თუ პარლამენტი, მთავრობისა და ოპოზიციის წევრები და განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ, მე აქედან გამომდინარე ვიმოქმედებ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცის თქმით, ეს არ „ებღაუჭება თანამდებობას, მაგრამ შესაძლო ვადამდელი სთვის მზადებისას ყველა ფორმალობა დაცული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა. შექმნილი სიტუაციის ფონზე შოლცმა განაცხადა, რომ 15 იანვარს ბუნდესტაგში გერმანიის ამჟამინდელი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის ინიცირებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია ივერი აბაშიძეს – თქვენ ხართ უვადო მოსამართლე, მე ვარ იმ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადო განწესებას მხარი დაუჭირა და დღეს მაქვს იმედი, რომ ეს სანანებელი არ მექნება

ლევან მაჭავარიანი – „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვქონდა დაანონსებული – დავაკვირდეთ, თუ მათი მავნებლობა გაგრძელდება, საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება