კიევში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი დღეს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შოლცი ბოლოს კიევს 2022 წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად ეწვია.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ მუმლაძე: ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვეფხისტყაოსანი დოიაშვილს რომ დაედგა ახალ თეატრში პროტესტში ჩართული მსახიობებით და დიდ მარხვაში ყოფილიყო პრემიერა პარლამენტის სხდომა გაიხსნებოდა ამ ამბით