ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს – სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე

გერმანიის კანცლერი ირაკლი ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.
იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, – ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოცში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.
84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ