ოლაფ შოლცი ვოლოდიმირ ზელენსკის – გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში

გერმანიის კანცლერი, უკრაინის პრეზიდენტს, ს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განხილვის თემა ში არსებული სამხედრო და ჰუმანიტარული ვითარება იყო.
„ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი და უცვლელი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1 000 დღეა გრძელდება. მან უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების მეექვსე პარტია უკრაინაში 2024 წლის ბოლომდე ჩავა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებით დამატებითი დახმარების პერსპექტივები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.