ოლაფ შოლცი – ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ს მიერ ში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა – მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.
„ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ