ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე – ასეთი ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა ამაზრზენია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
გერმანიის კანცლერი დონალდ ტრამპს და სროლის დროს დაშავებულ სხვა პირებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ასეთი ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, – აცხადებს შოლცი.