გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მალე კვლავ შეეცდება დიალოგის დამყარებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, – ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შოლცის თქმით, პუტინთან მარტო საუბარს არ აპირებს.
„დიახ, ვგეგმავ რუსეთის პრეზიდენტთან საჭირო დროს დალაპარაკებას, მაგრამ მე ვარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მე ამას მარტო არ გავაკეთებ”, – აღნიშნა შოლცმა.
მისივე თქმით, პუტინთან საუბარი მოითხოვს ბევრ კონტაქტს და მოლაპარაკებას სხვა მხარეებთან. შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინასთან დაკავშირებული ვითარების განხილვა.