ოლაფ შოლცი – გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის

გერმანიის კანცლერი, არ თვლის, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა ს, ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დაარტყას, ესკალაციას გამოიწვევს.
”გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც -ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდი ქალაქებია, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, – აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, გადაწყვეტილება სთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მათი პოზიციის ცვლილება ხარკოვის ოლქში რუსული არმიის თავდასხმების მზარდი სიხშირითაა გამოწვეული. „უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა.