ოლაფ შოლცი ბენიამინ ნეთანიაჰუს – ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ძალადობის დესტრუქციული სპირალის შეჩერება და რეგიონში დაძაბულობის შემცირება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ს პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა, – ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეზე, ვოლფგანგ ბიუხნერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ “ადამიანთა ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უზარმაზარია”, – განუცხადა შოლცმა ისრაელის პრემიერს.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო. ამავდროულად, მან ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბერლინი მკაცრად გმობს ირანისა და მოძრაობა „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მუქარებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისკენ.
„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შეჩერდეს საპასუხო ძალადობის დესტრუქციული სპირალი, შემცირდეს დაძაბულობა და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ დეესკალაციაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”