ოლაფ შოლცი – აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება

აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გერმანიისა და ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ნატო კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ჩვენ აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შოლცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით უკვე ორჯერ ესაუბრა.
„მეგობრული და კარგი საუბრები იყო. ერთმანეთს ჩვენი მრჩევლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ამიტომ, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ნულიდან არ ვიწყებთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული