ოლაფ შოლცი არ ემხრობა გერმანული იარაღის გამოყენებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ

გერმანიის კანცლერი მხარს არ უჭერს სათვის გერმანული იარაღის რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების უფლებას. ამის შესახებ კანცლერმა 26 მაისს გერმანიის კონსტიტუციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
“ჩვენ სთან შეთანხმებული გვაქვს მკაფიო წესები ჩვენს მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. და როგორც მე ვიცი, ეს წესები დაცულია”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან კანცლერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თეზისი, რომ ის ესწრაფვის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. აქამდე გერმანია იარაღს აწვდიდა უკრაინას იმის პირობით, რომ არ მოხდებოდა გერმანული იარაღის გამოყენება ს ტერიტორიაზე.

კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გერმანიამ უკრაინას 80 კილომეტრზე მეტი რადიუსის მანძილზე მოქმედი, Mars II-ის სარაკეტო გამშვები მოწყობილობები მიაწოდა.
შოლცი არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის გერმანულ-შვედური წარმოების ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების მიწოდების წინააღმდეგ. მისი აზრით, რაკეტების „არასწორმა გამოყენებამ“ შესაძლოა გერმანია რუსეთთან ომში ჩაითრიოს.
გერმანიის კანლცერის ამ განცხადების ფონია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მოსაზრება, რომ უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის კიევისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა უნდა მოხსნან.