ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ.
ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.
„ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია ს ფედერაციის მიერ. ლატვია არ ცნობს არც არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგებს. ლატვია იმეორებს საკუთარ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ლატვია მოუწოდებს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას, რომ გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, სა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. “სახელმწიფოებრიობის” აღიარება. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღნიშნულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში”. – წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ისლანდია ცალსახად გმობს ცრუ „საპარლამენტო არჩევნებს” ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ისლანდია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები.
„ისლანდია ცალსახად გმობს ცრუ „საპარლამენტო არჩევნებს” ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის შეთანხმებაშია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გაიწვიოს საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – წერია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.