ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტეს

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა – ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი, დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მოძრაობა ორშაბათს 21:00 საათიდან აიკრძალა. გზის დაკეტვის მიზეზად ძლიერი თოვა დასახელდა, რის გამოც გზაზე ზვავსაშიშროებაა.
უწყება არ აკონკრეტებს, გზა როდის გაიხსნება.