ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაიკეტა

დიდთოვლობის გამო დაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. როკის გვირაბისკენ გამგზავრება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. გადაწყვეტილება, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ოთხშაბათს საღამოს მიიღო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, „მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და უსაფრთხო გადაადგილების პირობების არარსებობის გამო, 6 დეკემბრის 20:00 საათიდან 7 დეკემბრის 20:00 საათამდე, ბურონის დასახლების მიმართულებით, – როკის გვირაბის ჩრდილოეთ ნაწილში ტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს – სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი – რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად? – საერთოდ რომ არ გაქრეთ?