ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით მიმდინდინარეობს: 34 დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი – მაჟორიტარული ოლქებიდან.
17 საარჩევნო ოლქში 73 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის მოსკოვსა და ვლადიკავკაზში.
არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი.
პარტიებს 7-.პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
ცესკოს ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, 9 ივნისის არჩევნებს ს ფედერაციიდან, დან, ასევე დონბასის არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლები დააკვირდებიან, სულ 35 ადამიანი.
ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან უკანონო არჩევნები ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება. ამ ტერიტორიას კი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენულ რეგიონად მიიჩნევს.
ფორუმი