ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანაპირო ქალაქ ფეოდოსიაში პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა.
საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტეს.
რუსული ტელეგრამის არხი SHOT წერს, რომ ფეოდოსიის მცხოვრებლებმა პორტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ ცაში კვამლის კვალი გამოჩნდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.