ოკუპირებულ ყირიმში მომღერალ სოფია როტარუს კუთვნილი სასტუმროს ნაციონალიზება სურთ

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ხელისუფლებაში მომღერალ სოფია როტარუსათვის “იალტის საპატიო მოქალაქის” ტიტულისა და მისი კუთვნილი სასტუმრო „ვილა სოფიას“ ჩამორთმევა სურთ.
ოკუპირებული იალტის მერმა იანინა პავლენკომ გუშინ განაცხადა, რომ “ყირიმის რუსულმა საზოგადოებამ” მას მომღერლისთვის ტიტულის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. “მე პირადად ამას მხარს ვუჭერ. ყირიმის რუსეთთან გაერთიანებიდან 10 წლის განმავლობაში (როგორც 2014 წელს ნახევარკუნძულის ოკუპაციას უწოდებენ რუსეთის ფედერაციაში – რედ.), ის (როტარუ) არ გამოჩენილა იალტაში, მისი პოზიცია ნათელია”, – დაწერა მან თავის ტელეგრამის არხზე.
ოკუპირებული ყირიმიდან რუსი სენატორი სერგეი ცეკოვი ასევე სთავაზობს ხელისუფლებას იალტაში მომღერლის სასტუმროს ნაციონალიზაციას. “ჩემი აზრით, მას აქვს ანტირუსული პოზიცია, მან (სოფია როტარუმ) 2014 წლიდან 2022 წლამდე, ფინანსურად დაუჭირა მხარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. კერძოდ, ის ყირიმის რუსეთთან გაერთიანების წინააღმდეგი იყო“,- აღნიშნავს სერგეი ცეკოვი.
2023 წლის აპრილში საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “რუსეთის ვეტერანებმა” რუსეთის გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს მოსკოვსა და იალტაში მომღერალ სოფია როტარას უძრავი ქონების ჩამორთმევის თხოვნით მიმართა. ლაპარაკი იყო, კერძოდ, მომღერლის სამოთახიან ბინაზე მოსკოვში და იალტაში მდებარე სასტუმრო „ვილა სოფიაზე“.

სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, სოფია როტარუმ თავის ინსტაგრამზე ომის საწინააღმდეგო მიმართვა გააკეთა, ხოლო 2022 წლის აგვისტოში მოუწოდა თავის ხელმომწერებს, რომ თანხა შესწირონ ფონდს, რომელიც უკრაინელი სამხედროების ცოლებსა და შვილებს ეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია