ოკუპირებულ ყირიმში Су-30 ჩამოვარდა

ოკუპირებულ ყირიმში რუსული Су-30 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მოსკოვის დროით 11:00 საათზე მოხდა. აღნიშნულია, რომ დაგეგმილი სასწავლო-სავარჯიშო ფრენის შესრულებისას Су-30 ტიპის თვითმფრინავმა ავარიულად ჩამოვარდა.
აღნიშნულია, რომ ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა და თვითმფრინავის ორი პილოტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა იპოვა.
“პილოტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – განაცხადა უწყებამ.