ოკუპირებულ სოხუმში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა. რესტავრატორები დაათვალიერებ იმ ნახატებსა და დოკუმენტებს, რომლებიც 21 იანვრის ხანძარს გადაურჩა.
როგორც გამოცემა Apsnypress წერს, ჯგუფს ს მუზეუმებისა და ს კულტურის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნატალია ჩეჩელი ხელმძღვანელობს.
ოკუპირებული ს სამხატვრო გალერეის დირექტორმა სურამ საკანიანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან 16 რესტავრატორს ელოდებიან. ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შეთავაზებას და თქვა, რომ ქართული მხარის დახმარების საჭიროება არაა.
ს ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი კვირას ღამით გაჩნდა. ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-200 გადარჩა. კერძოდ, განადგურდა ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ყველა ნამუშევარი, რომელიც შენობაში ინახებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხანძრის გაჩენის ყველა ვერსიას განიხილავენ.