ოკუპირებულ სოხუმში რუსი რესტავრატორები ჩავლენ ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების შესასწავლად

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების აღსადგენად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სპეციალისტები ჩავლენ. ს კულტურის მინისტრმა, ოლგა ლუბიმოვამ “ტელეგრამზე” დაწერა, რომ ჯგუფში შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხეოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები.
მისი თქმით, ჯგუფი უახლოეს მომავალში ჩავა ადგილზე.
“ადგილზე სპეციალისტები შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა ხანძრიდან გამოტანა მოხერხდა, რათა დაისახოს სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა”, – წერს ის.
ცნობისთვის, კვირას ღამით გაჩენილმა ხანძარმა თითქმის მთელი ფონდი გაანადგურა. ოკუპირებული ს ე.წ. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ 4 000 ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა.
ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ყველა ნამუშევარი განადგურდა.