ოკუპირებულ სოხუმში, ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მდებარე კაფე ბისკვიტში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაფეში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით სამივე მათგანი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ეჭვმიტანილი კი უკვე დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – სასამართლომ ვახო სანაიას მიმართ მიიღო ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება – ხელი შეუწყო საფუძვლებს, რომლებსაც სავარაუდოდ აქტივისტების მისამართით მომავალში ვნახავთ: გზის გადაკეტვისათვის სისხლის სამართლის წესით დევნა