ოკუპირებულ დონეცკში ძეგლი დაუდგეს სთვის დაღუპულ ამერიკელს

უკრაინის ქალაქ დონეცკში, რომელიც ს მიერაა ოკუპირებული, უკრაინელებთან ბრძოლაში დაღუპული ამერიკელის, მაიკლ გლოსის ბიუსტი დადგეს.
ინფორმაცია, რომ დონეცკის ერთ-ერთ სკოლასთან მაიკლ გლოსისა და მასთან ერთად დაღუპული რუსი ჯარისკაცის, ივან კოკოვინის ბიუსტები გახსნეს, შესაბამის ფოტოებთან ერთად 9 დეკემბერს, ტელეგრამ-არხით გაავრცელა ოკუპირებული ქალაქის ე.წ. მერმა ალექსეი კულემზინმა.
ბიუსტის კვარცხლბეკზე წერია, რომ მაიკ გლოსი დაიღუპა „ჩასოვ-იარისთვის გააფთრებულ ბრძოლაში“, „ჯარისკაცი არა პროფესია, არამედ მოწოდებაა“ და „უცხო მიწა არ არსებობს მისთვის, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის“.
21 წლის მაიკლ გლოსი, რომელიც -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილის, ჯულიან გალინა გლოსის შვილი იყო, 2024 წლის აპრილში დაიღუპა.
რუსული მედიის ცნობით, მაიკლ გლოსი საქართველოს გავლით რუსეთში 2023 წლის აგვისტოში ჩავიდა, რამდენიმე ქალაქს ეწვია, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და დეკემბერში წავიდა უკრაინის არმიასთან საბრძოლველად.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მაიკლ გლოსი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა სიმამაცის ორდენით და მისი ოჯახისთვის გადასაცემად ორდენი 2025 წლის აგვისტოში გაატანა რუსეთში ვიზიტით მყოფ, -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს.
ფორუმი