ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა. შემთხვევა გულრიპშის რაიონში მოხდა.
როგორც გამოცემა აფსნიპრესს უთხრეს, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
ადგილზე მაშველები მუშაობენ. ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია.
