ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა – ბჟანიამ „უშიშროების საბჭოს“ სხდომა გამართა

ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით,ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ “უშიშროების საბჭოს” საგანგებო სხდომა გამართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს”.
ცნობისთვის, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა. როგორც ირკვევა, ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც „უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთასა და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ხალხი შეიკრიბა სოხუმის თავისუფლების მოედანზე. ბოლო მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ტელეგრამ არხი წერს, გუმისთის ხიდი კვლავ გადაკეტილია, კოდორის ხიდი კი გაიხსნა.