ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ს ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
„28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველებს გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ