ოკუპირებულ აფხაზეთში მილიციის თანამშრომლები მანქანებს ცხრილავენ – მძიმედ დაიჭრა ქალაქ ახალი ათონის ყოფილი მილიციის უფროსი [ვიდეო]

ოკუპირებულ აფხაზეთში პრორუსული, ე.წ. “ხელისუფლების” მოსვლა უკვე სისხლით მოინათლა. ბადრა გუნბას “ადმინისტრაცია” უკვე აქტიურად ჩაერთო აფხაზური საზოგადოების გახლეჩვის პროცესში და პირდაპირ გადავიდა ოპონენტების დახვრეტაზე.

ამ კადრებში ჩანს, როგორ ხვრეტენ მილიციის თანამშრომლები გამვლელ მანქანებს რობერტ კიუტის ბრძანებით. მძიმედ დაიჭრა ქალაქ ახალი ათონის ყოფილი მილიციის უფროსი ნური სმირი, რომელიც ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს