ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურის ყოფილ “მინისტრს” პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის „სასამართლომ“ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. კულტურის ყოფილ მინისტრს, გუდის აგრბას. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საბიუჯეტო თანხების მითვისებაში და „მოსამართლემ“ ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.
«Апсныпресс»-ის ცნობით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აგრბა პირდაპირ „სასამართლოს“ დარბაზში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შეეხება 2021 წელს, ბიზნესმენ ნადირ ჯინალთან გაფორმებულ ორ კონტრაქტს – მანათობელი და ხმოვანი აპარატურის შესყიდვის შესახებ. პროდუქცია შესყიდვა მოხდა განსხვავებულ ფასად და დადასტურდა 14.3 მილიონი რუბლის მოპარვა. გუდის აგრბას ქრთამი ნაღდი ფულის სახით გადასცეს.
დაკავებული იყო ნადირ ჯინალი, მაგრამ ის დარბაზში გაათავისუფლეს.
გუდის აგრბა „კულტურის მინისტრის“ პოსტიდან 2022 წელს გაათავისუფლეს, ყოფილი „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას ხელმოწერით. გამოძიება აპრილში დაიწყო, სექტემბრიდან აგრბას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს