ოკუპირებულ აფხაზეთში „ვარდნილჰესი 2“–ის მიტაცებაზე საუბრობენ

აფხაზური ტელეგრამ არხი „აიაშარა“ „ვარდნილჰესი 2“–ის „რეიდერული მიტაცების“ შესახებ წერს.
ჟურნალისტი ნიზფა არშბა კი წერს, რომ გალის რაიონში მდებარე უმოქმედო ვარდნილჰესზე აღდგენითი სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო: „ელექტროსადგური გაწმენდილია, დამონტაჟდა ახალი აღჭურვილობა, გაწმენდილია სამანქანო დარბაზი, მდინარიდან აწეულია პანტონები“.
ელექტროსადგურზე მყოფი ხალხი ამბობს, რომ აღნიშნულ ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა რეზო ზანთარიამ. მათი თქმით, ობიექტი მისი საკუთრებაა. თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ობიექტის გაყიდვის ან იჯარით გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ჟურნალისტები ე.წ. პროკურატურას აღნიშნული ობიექტის ირგვლივ კორუფციული გარიგების გამოძიებას ითხოვენ.
gbc.ge