ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 15 თებერვალს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო იმართება.
“არჩევნებში” ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, საარჩევნო მარათონის ლიდერებად მიიჩნევიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.
ოკუპირებულ აფხაზეთში “საარჩევნო უბნები” ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
“საარჩევნო სიის” თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 135 ათასამდე ამომრჩეველი. მომზადებულია 152 საარჩევნო უბანი. ს მიღმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკში.
“არჩევნებამდე” ერთი დღით ადრე, საარჩევო უბანი დაიხურა თურქეთში, საქარიის პროვინციაში, სადაც აფხაზური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დასაკვირვებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა 100-მდე საარჩევნო დამკვირვებელი.
ს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გააგზავნოს თავისი დამკვირვებლები აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებზე.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად ჩაითვლება ის, ვინ მოაგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს პლუს ერთ ხმას.
ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატები არიან: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ ხურხუმალი.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ