ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.
ე.წ. კანდიდატები არიან:
ადგურ არძინბა – ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი;
რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია თვითგამოცხადებული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სიაში 134 000 ადამიანია რეგისტრირებული.
დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ასევე, ორი საარჩევნო უბანი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს, მოსკოვსა და ჩერკესკში.
