ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პრეზიდენტობის 4 კანდიდატი დარეგისტრირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ ეტაპზე ე.წ პრეზიდენტობის 4 კანდიდატი დაარეგისტრირა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი და რობერტ არშბა. ბადრა გუნბა, რომელიც “პრეზიდენტის” მოვალეობას ასრულებს, ე.წ საარჩევნო კამპანიის პერიოდში შვებულებაში გავიდა.
ე.წ საპრეზიდენტო 15 თებერვალს არის დაგეგმილი.