დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პარლამენტთან” მოსახლეობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ დრომდე რჩებიან. ისინი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ.
მათი თქმით, პროტესტს უწყვეტი სახე ექნება და არ დაიშლებიან, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება.
“ჩვენ, პარლამენტის კედლებთან შეკრებილებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ინტელიგენციის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დავიწყეთ განუსაზღვრელი აქცია… მოვუწოდებთ დაინტერესებულ მოქალაქეებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, მხარი დაუჭირონ მიმდინარე მშვიდობიან აქციას”, – თქვა აფხაზეთის თვითაღიარებული ე.წ რესპუბლიკის დეპუტატმა ალხას ჯინჯოლიამ
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საკითხს “საკანონმდებლო ორგანო” 28-ის ნაცვლად, 27 დეკემბერს განიხილავს. მიზეზი კი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ოპოზიციონერმა “დეპუტატებმა” 28-ში საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია დააანონსეს. არსებობს ვარაუდი, რომ ოპოზიციონერები “პარლამენტის სხდომის” ჩაშლას აპირებენ.
იხილეთ ასევე:
· ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ხვალ განიხილავენ | ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი იწყება