ოკუპირებულ აფხაზეთში „ენგურჰესის“ გათიშვის გამო ელექტროენერგია აბონენტებს 07:00-დან 21:00-მდე პერიოდში მხოლოდ ორჯერ – 1 საათისა და 24 წუთის განმავლობაში მიეწოდებათ

ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ელექტროსადგურის მუშაობა “იძულებით შეაჩერეს”. ამის შესახებ განცხადებას კომპანია “ჩერნომორენერგო” ავრცელებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ჰიდროელექტროსადგურს მართავს.
განცხადების თანახმად, “ენგურჰესის” მუშაობის იძულებით შეჩერება “კავშირშია წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონესთან და წყლის არასაკმარის შემოდინებასთან”.
კომპანიის თანახმად, ელექტრომომარაგების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის მიწოდების ახალ გრაფიკზე მუშაობენ.
“დღის ჩართვები მოხდება ახალი გრაფიკით, დამატებით იქნება გამოქვეყნებული. ელექტრომომარაგების ღამის რეჟიმი უცვლელი რჩება: 21:00-დან 07:00-მდე გთხოვთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა დაიცვათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, “ჩერნომორენერგომ” გრაფიკი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბონენტებს 07:00-დან 21:00-მდე ელექტროენერგია მხოლოდ ორჯერ ჩართვებით და ყოველი ჩართვა 1 საათსა და 24 წუთს გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს