ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. “ჩერნომორენერგოს” იტყობინება, რომ 9 იანვრიდან ელექტროენერგია აბონენტებს დღეში ექვსი საათის განმავლობაში გაეთიშებათ.
შეზღუდვები შემოღებულია ს ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო და მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფას“, – აცხადებენ კომპანიაში.
კრიპტოვალუტის მოპოვებამ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის დაბალმა დონემ და 2024 წლის ბოლოსთვის რუსული ელექტროენერგიის კომერციულ ფასად გადახდის აუცილებლობამ ბოლო წლების ყველაზე მძიმე ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას სინათლე დღისით მხოლოდ სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში მოხსნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნას – პარლამენტში ჩვენი შემოსვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – ხვალინდელ პროცესზე სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართავთ