ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ რუმინეთის მოქალაქეს კიევთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

ოკუპირებული აფხაზეთში 10 დეკემბერს რუმინეთის მოქალაქე დევიდ კეჩრა ადრიანი დააკავეს, როგორ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახური ირწმუნება, ის უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობდა – უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან.
დე ფაქტო უწყების ცნობით, დევიდ კერჩა ადრიანს, რომელიც „აფხაზეთში ტურისტული ვიზით შევიდა და უკრაინის დაზვერვის დავალებით, დრონიდან უნდა გადაეღო რესპუბლიკაში სამხედრო ობიექტები და ბაზები“.
ირწმუნებიან, რომ რუმინეთის მოქალაქეს დან უსაფრთხოდ გაყვანას დაჰპირდნენ, რადგან მას საფრთხე ემუქრებოდა ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
რუმინეთის მოქალაქის მიმართ „მიმდინარეობს შემდგომი ოპერატიული ღონისძიებები“. დე ფაქტო უწყება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ არაფერს წერს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით არაერთხელ იყვნენ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც 10 წლითა და ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიმდინარე წლის მაისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა „საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი“ კახა მურადოვის დაკავების შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან