ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს აპროტესტებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემის საკითხს აპროტესტებენ. მოქალაქეები ე.წ. პარლამენტთან დილიდან არიან შეკრებილები, ცოტა ხნის წინ ადგილზე მიიტანეს ჯებირებიც. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, იგეგმება შენობის პიკეტირება, ისინი მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ ტერიტორიაზე დარჩენას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 28 დეკემბრის ნაცვლად, ე.წ. პარლამენტი ამ შეთანხმების რატიფიცირებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ე.წ. დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მიცემენ და არ დაიშლებიან, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს 28 დეკემბერს განიხილავდა. სავარაუდოა, რომ პროცესი დასრულებისკენაა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეგრამ არხმა, რესპუბლიკამ გაავრცელა.
კიდევ ერთი ტელეგრამ არხი იტყობინებოდა, რომ ე.წ. ხელისუფლებას ე.წ. შეთანხმების დამტკიცება ახალ წლამდე სურს.
მანამდე ნუჟნაია გაზეტა წერდა, რომ ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება ე.წ. პარლამენტში ბრუნდება. გამოცემის თანახმად, ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ახალი წლის დადგომამდე შეთანხმების მიღწევას ლობირებს.
ამას მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა.
აღსანიშნია, რომ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წყლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომა იყო დაშვებული.
ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე ხმა ამოიღოს.