ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
მათი ცნობით, ოკუპირებული ს “პარლამენტის” ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა და საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები “დეპუტატების” ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს.
ასევე, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათსა და “სამართალდამცავებს” შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.
“ხალხი, რომელმაც გუშინ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, რათა საკუთარი წარმომადგენლები დაუშვან საკუთარი ალტერნატიული აზრის გამოსათქმელად, დაშვებული არ იქნა… აფხაზური ერისგან ცალკე დღეს კანონებს მიღებას ცდილობენ, რომლებიც აფხაზური სახელმწიფო განადგურებას ისახავენ მიზნად”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “დეპუტატმა” ლეონიდ ჩამაგუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება